ირაკლი ჩხიკვიშვილი

პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიოქიმიკოსი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის, ვ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ლაბორატორიის უფროსი, თბილისი-საქართველო.

ჩხიკვიშვილი ირაკლი ფოტო

ირაკლი ჩხიკვიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი მეცნიერია პოლიფენოლური ნაერთების შესწავლის, ქრონიკული დაავადების პრევენციის და მკურნალობის, ოქსიდაციური სტრესის მექანიზმების შესწავლის საქმეში. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის  მონოგრაფიები და სტატიები მაღალ იმპაკტ-ფაქტორიან ჟურნალებში Oxidative Medicine and Cellular Longevity and Journal of Food Biochemistry.

 სამეცნიერო კვლევის ინტერესები უკავშირდება მეორადი ნაერთების ბიოქიმიას, ქრონიკული დაავადებების პრევენციას და მკურნალობას. კვლევების შედეგად პრაქტიკული გამოსავალი არის ბიოლოგიურად აქტიური ნატურალური პრეპარატების და ფუნქციური კვების პროდუქტების შექმნა. ირაკლი ჩხიკვიშვილი  კვლევითი ინტერესების სფეროს წარმოადგენს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის, პროფილაქტიკური მედიცინის, ბიოქიმიის ურთიერთდაკავშირებული კვლევები:

  • ადამიანის ჯანმრთელობის ქრონიკული (ცივილიზაციის) დაავადებისაგან დაცვის მიზნით საკვებ მცენარეებში არსებული ბიოაქტიური ნაერთების რაოდენობრივი და თვისობრივი შესწავლა, მათი ანტიოქსიდანტური, ანტიანთებითი, იმუნომოდულაციური, პროლიფერაცია მარეგულირებელი აქტივობის შეფასება და კვების დანამატების სახით კვების პროდუქტებში ჩართვა.
  • საკვები მცენარეებიდან გამოყოფილი ჯანმრთელობისათვის პოტენციურად სასარგებლო მოქმედების მქონე ნაერთების ერთდროული გაფართოებული სკრინინგი და პირველადი შერჩევა უჯრედების მოდელურ სისტემაში და ექსპერიმენტალურ ცხოველებში. ნაერთების მოქმედების უჯრედული და მოლეკულური მექანიზმები შესწავლა, მეტად ეფექტური კონცენტრაციების და მოქმედების ვადების დადგენა.
  • ბიოაქტიური ნაერთებით გამდიდრებული კვების პროდუქტებისაგან შემდგარი დიეტების – „ფუნქციური კვების“ შექმნა და ეფექტურობის შესწავლა პაციენტებზე სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების და/ან გარემოს დაბინძურების შედეგად განვითარებული პათოლოგიებით. „ფუნქციური კვების“ პროდუქტების შეფასება, როგორც ჯანმრთელი ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე.