მოლეკულური მედიცინის ლაბორატორია

ლაბორატორიის ხელმძღვანელი: ნინო ქიქოძე, აკადემიური დოქტორი

ისტორია:

ვ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიომედიცინის ლაბორატორია იმუნოლოგიის დარგში მომუშავე სულ რამდენიმე მუდმივ თანამშრომელს აერთიანებს. თუმცა, ამ კედლებში ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუვლია სამეცნიერო პრაქტიკა. 90-იანი წლებიდან დაწყებული, როცა ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, ჩვენს ლაბორატორიაში, ჩვენი კვლევების ბაზაზე, ათეულობით სადისერტაციო თეზისი მომზადდა. იმ პერიოდში ჩვენი კვლევის ფოკუსი პირველი სამამულო პრეპარატის პლაფერონის იმუნომამოდულირებელი თვისებების in vitro და in vivo შესწავლა იყო.

 

ლაბორატორიის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები, კვლევის მეთოდები, შედეგები:

ბოლო ათი წელია ვსწავლობთ აუტოიმუნურ დაავადებებსა და სიმსივნის იმუნოლოგიას.სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდით რევმატოიდული ართრიტზე, I ტიპის დიაბეტზე, ქრონიკულ ურტიკარიასა და ღვიძლისა და პანკრეასის კიბოზე. ვსწავლობთ იმუნური უჯრედებისა და მოცირკულირე ციტოკინების ცვლილებებს ამ პათოლოგიების დროს, სხვადასხვა თერაპიული ან ქირურგიული ინტერვენციების გავლენას ამ პარამეტრებზე და მათ კორელაციებს კლინიკურ მაჩვენებლებსა და დაავადებისგან თავისუფალი სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.

ჩვენი მიმდინარე კვლევის საგანია ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის იმუნური დაგენეტიკური ბიომარკერების იდენტიფიცირება. ეს ხელს შეუწყობს დაავადების უკეთესმართვას და შეამცირებს პაციენტების და საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ დასამედიცინო დანახარჯებს.

ჩვენი მიმდინარე პროექტებია:

  • იმუნური მაკონტროლებელი მოლეკულების ინჰიბიტორებით ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის შედეგად განვითარებული იმუნური თირეოიდიტის პროგნოზული ბიომარკერების კვლევა.
  • რევმატოიდული ართრიტის ტოცილიზუმაბით მკურნალობის პროგნოზული ბიომარკერების შესწავლა 2 კვლევაში გამოიყენება გამჭოლი ციტომეტრია და იმუნოფერმენტული ანალიზი.

ლაბორატორიაში თავის სადოქტორო კვლევით პროექტებს ახორციელებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტები.

ჩვენი კვლევების შედეგად დადგინდა:

  • I ტიპის დიაბეტის დროს მოცირკულირე IL-6, TNF-a, IL-10 და IL-4 ციტოკინების დონის სარწმუნო დაქვეითება და IL-17-ის დონის მნიშვნელოვანი მატება Treg უჯრედების სიხშირის უმნიშვნელო ცვლილების ფონზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ IL-4 და IL-10 დონის შემცირება მარეგულირებელი უჯრედების დათრგუნულ ფუნქციურ აქტივობაზე მეტყველებს. ვაჩვენეთ, რომ Th17/Treg ბალანსის გადახრა IL-17-ის წარმომქმნელი უჯრედების მხარეს და მასუპრესირებელი ციტოკინების (IL-4 და IL10) დაქვეითებული დონე I ტიპის დიაბეტის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. პლაზმაში პრო-ანთებითი ციტოკინების კონცენტრაცია: IFN-g, IL-17 და IL-6 კორელაციაშია სისხლში გლუკოზის დონესთან.
  • რადიოსიხშირული თერმული აბლაცია (რფა) ღვიძლის კიბოს დროს იწვევს პერიფერიული სისხლის მაინჰიბირებელი Treg უჯრედების (მათ შორის CD4+CD39+ T უჯრედების) ნეიტროფილ-ლიმფოციტებისა და თრომბოციტ-ლიმფოციტების ფარდობების სარწმუნო დაქვეითებას და CD8⁺ T ლიმფოციტების, CD4⁺CD45RO⁺/CD4⁺ მეხსიერების T უჯრედების ზრდას ღვიძლის ქირურგიული რეზექციისაგან განსხვავებით. რფა ჯგუფში მოცირკულირე TGF-ß და IL10-ის დათრგუნვა და IFN- g და IL-17-ს სარწმუნო ზრდა აღინიშნება რეზექციის ჯგუფთან შედარებით. რფა-ით ნამკურნალებ პაციენტებში დაავადებისგან თავისუფალი პერიოდის გახანგრძლივება რფა-ის იმუნომამოდულირებელი გავლენით აიხსნება.
  • აქტიური რევმატოიდული ართრიტის ჯგუფში იზრდება Th1 და Th17 უჯრედების სიხშირე და ქვეითდება CD39 მარკერი, მაშინ როცა Tregs სიხშირე უცვლელია ართრიტის ჯგუფებში. თანდაყოლილი იმუნური სისტემის ციტოკინები: IL-6 და TNF- a სარწმუნოდ გაზრდილია აქტიური ართრიტის ჯგუფში, შრატში IL-17/IL-21 ციტოკინების კონცენტრაციის მიხედვით კი ეს ჯგუფი არაერთგვაროვანია. ანტიანთებითი ციტოკინები: TGF-b და IL-4 დაქვეითებულია აქტიური ართრიტის ჯგუფში კონტროლთან შედარებით. რევმატოიდული ართრიტის განვითარება ასოცირებულია შრატის პრო- და ანტიანთებითი ციტოკინების ცვლილებებთან, რაც გავლენას ახდენს T ჰელპერების სუბპოპულაციების ბალანსზე და შესაძლოა თერაპიულ სამიზნედ მოიაზრებოდეს.

ანთების მარკერების, მოცირკულირე ციტოკინებისა და იმუნური უჯრედების მარკერების კვლევა სხვადასხვა პათოლოგიის დროს და ინტერვენციის შემდეგ საშუალებს გვაძლევს 3 შევაფასოთ იმუნური მარკერების კლინიკური და სამეცნიერო ღირებულება აღნიშნულ პათოლოგიაში, რაც ახალი თერაპიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის.

 

სასწავლო მიმართულება:

ლაბორატორიის თანამშრომლები პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან იმუნოლოგიის დეპარტამენტში, თსსუ. ნინო ქიქოძე, აკადემიური დოქტორი, არის ასოცირებული პროფესორი. კითხულობს იმუნოლოგიის კურსს მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაციის ფაკულტეტებზე. განხორციელებული აქვს სამი სადოქტორო პროგრამა.

მანანა იობაძე, აკადემიური დოქტორი, ასწავლის იმუნოლოგიას მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე.

 

საექსპერტო-საკონსულტაციო მიმართულება:

ნინო ქიქოძე რეგულარულად ახდენს სადოქტორო პროგრამებისა და დისერტაციების რეცენზირებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

 

მიღებული გრანტები (სასწავლო, სამეცნიერო, საკონფერენციო):

ლაბორატორიის თანამშრომლების სამეცნიერო გრანტებია:

  • რევმატოიდული ართრიტის წარმატებული მკურნალობის პროგნოზული ბიომარკერები“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2020- დღემდე
  • „იმუნური პარამეტრებისა და მოცირკულირე სიმსივნური უჯრედების როლი კოლორექტული რეციდივირებასა და მეტასტაზირებაში“ (MTCU/ 71/8-335/14), უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2015-2017
  • „რადიოსიხშირული თერმული აბლაციის გავლენა ადაპტაციურ იმუნურ პასუხზე ღვიძლის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში“, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2014-2017
  • „ციტოკინებისა და T მარეგულირებელი უჯრედების როლი რევმატოიდული არტრიტის პათოგენეზში“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2014-2019.
  • „ნატრიუმის ტუმბოს ენდოგენური ინჰიბიტორებისა და გენეტიკური ფაქტორების შესაძლო კავშირები მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიის განვითარებაში“, შვეიცარიის სამეცნიერო თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპასთან (SCOPES), 2010-

2013

  • „საკვები მცენარეებიდან მიღებული ექსტრაქტების დამცველობითი როლი ასაკთან ასოცირებული იმუნური სისტემის დისფუნქციაზე“, უკრაინის ტექნოლოგიურ სამეცნიერო ცენტრისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2008-2010
  • „ციტოკინებისა და მარეგულირებელი T უჯრედების როლი I ტიპის დიაბეტის პათოგენეზში“, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2008-2009
  • „მარეგულირებელი T უჯრედებისა და ციტოკინების როლი დაბერების პროცესში“, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2008-2009
  • „პერიფერიული ნერვის რეგენერაციაზე პლაფერონ ლბ-ს გავლენა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია“, 2004-2005
  • „პლაცენტიდან ექსტრაგირებული პეპტიდების შესწავლა ექსტრაჰეპატურ ორგანოებში იმუნური დარღვევებით განპირობებული ღვიძლის დაზიანების დროს“, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 2002-2003
  • „პლაცენტიდან ექსტრაგირებული პეპტიდების გავლენის შესწავლა ჰეპატიტის ექსპერიმენტულ მოდელში“, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 2000-2001
  • „პლაფერონ ლბ-ს გლუტამატის ციტოტოქსიურ ეფექტზე“, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 1997-1999

 

კონფერენციების ორგანიზებისთვის მიღებულია გრანტები:

  • საერთაშორისო სკოლა–კონფერენციის „I საერთაშორისო კონგრესი „კორონავირუსული ინფექცია (COVID-19), პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია“; „ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XI ეროვნული კონგრესი“, „მოლეკულური ალერგოლოგია და ვაქცინაცია“, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2022
  • სკოლა-კონფერენცია სიმსივნის იმუნოთერაპიაში, თბილისი, საქართველო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2018
  • საქართველოს V ეროვნული კონგრესი ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2010

სტატიების საერთო რაოდენობა 83

მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში (ბოლო 5 წელი):

ლაბორატორიის თანამშრომლები რეგულარულად წარადგენენ თავიანთი კვლევების შედეგებს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში:

  • I საერთაშორისო კონგრესი „კორონავირუსული ინფექცია (COVID-19), პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია“; „ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XI ეროვნული კონგრესი“, „მოლეკულური ალერგოლოგია და ვაქცინაცია“, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, 4-7 მაისი, 2022, თბილისი, საქართველო
  • ევროპის მე-6 კონგრესი კლინიკურ და ტრანსლაციურ მეცნიერებაში EUSTM-2019 მოხსენება “Ectonucleotidase CD39 expression on circulating CD4+ T lymphocytes of patients with rheumatoid arthritis and cancer”, 18-20 ოქტომბერი, 2019, ვენა ავსტრია
  • მე-6 საერთაშორისო          კონფერენცია             სიმსივნის       იმუნოთერაპიასა       და იმუნომონიტორინგში, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, 29 აპრილი-2 მაისი, 2019, თბილისი, საქართველო
  • ევროპის კონგრესი იმუნოლოგიაში, მოხსენება „New diagnostic biomarkers of rheumatoid arthritis: NLR and PLR”, 2-5 სექტემბერი, 2018, ამსტერდამი, ნიდერლანდები
  • საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია „ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიამდე და იმუნორეაბილიტაციამდე“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, 15-19 ივნისი, 2018, თბილისი, საქართველო
  • საქართველოს IX ეროვნული კონგრესი ალერგია, ასთმა და იმუნოლოგიაში და V ევროპული კონგრესი ასთმასა და ფქოდში, 28 ივნისი – 1 ივლისი, 2017, თბილისიწყალტუბო, საქართველო
  • მე-14-ე ყოველწლიური შეხვედრა სიმსივნის იმუნოთერაპიაში მოხსენება “Influence of radiofrequency thermal ablation on CD4+ T cell subsets in the patients with liver cancer” meeting.cimt.eu, 10-12 მაისი, 2016, მაინცი, გერმანია

საერთაშორისო თანამშრომლობა:

ლაბორატორია მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან:

  • პროფესორ ნაგი ჰაბიბთან (ლონდონის იმპერიული კოლეჯი, დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით ვსწავლობდით სიმსივნის მიკროგარემოს დესტრუქციით გამოწვეული სისტემური იმუნური პასუხს ღვიძლის კიბოს დროს;
  • პროფესორ ელი მაგენთან (ბარზილაის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, ისრაელი) კოოპერაციაში შევისწავლით ქრონიკულ სპონტანურ ურტიკარიის ანთებით და ვაზოაქტიურ მედიატორებს.

ლაბორატორიის

თანამშრომლები

რუსუდან აფრასიძე

დოქტორანტი