ფარმაკოიმუნოლოგიის ლაბორატორია

ისტორია

ლაბორატორია შეიქმნა და ფუნქციონირებს ინსტიტუტის დაარსების დღიდან. მისი ხელმძღვანელები სხვადასხვა დროს იყვნენ პროფესორები-ნუგზარ ტატიშვილი და გაიანე სიმონია. წლების მანძილზე ლაბორატორიაში შეისწავლებოდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პათოგენეზი და ხდებოდა მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ახალი ეფექტური მეთოდების შემუშავება.

ლაბორატორიის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები, კვლევის მეთოდები, შედეგები:

ამჟამად კვლევის ძირითად მიმართულებას კვლავ წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პათოგენეზის შესწავლა, პრევენციისა და პათოგენეზური მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება. ამ ეტაპზე ლაბორატორიში ხორციელდება პროექტი რომელიც შეისწავლის ურთიერთკავშირის მარილმგრძნობიარე ესენციურ ჰიპერტენზიასა და მეტაბოლურ სინდრომს შორის. ვვარაუდობთ, რომ კვლევის შედეგები მოგვაწვდის ახალ ხედვას მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიის პირველად პრევენციასა და მკურნალობაზე.

სასწავლო მიმართულება: შინაგანი მედიცინა, გერიატრია.

საექსპერტოსაკონსულტაციო მიმართულება: შინაგანი მედიცინა, გერიატრია.

მიღებული გრანტები (სასწავლო, სამეცნიერო, საკონფერენციო):

ლაბორატორიის ბაზაზე შესრულებულია ათამდე საგრანტო პროექტი ადგილობრივი და საერთაშორისო დაფინანსებით.

  • სტატიების საერთო რაოდენობა – 80
  • პატენტი.

მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში

  • საერთაშორისო კონფერენციები – 70
  • ადგილობრივი -10

ლაბორატორიის

თანამშრომლები:

ირინე ანდრონიკაშვილი

ლაბორატორიის ხელმძღვანელი

ნატო ფანცულაია

ლაბორანტი

სოფიო ტატიშვილი

ლაბორანტი